19 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, არამოსამართლე წევრების არჩევა კვალიფიკაციის მიხედვით უნდა მოხდეს, სწორედ ამიტომ, ოპოზიციას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს 

დღეს, იურიდიულ კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატების საჯარო მოსმენა გაგრძელდება.საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები 6 კანდიდატს მოუსმენენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ არამოსამართლე წევრების არჩევა კვალიფიკაციის მიხედვით უნდა მოხდეს, სწორედ ამიტომ ოპოზიციას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს

"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოვისმინოთ კანდიდატების ხედვა, როგორ წარმოუდგენიათ მათ საბჭოში არჩევის შემთხვევაში მუშაობა, რა იქნება მათი პრიორიტეტული მიმართულებები. კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და დამოუკიდებლობა არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეფასების კრიტერიუმები. ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ შეკითხვების დასმას და დაველოდებით მათ პასუხობს. პოლიტიკური ოპონენტები დიდად არ აქტიურობდნენ ამ დღეების განმავლობაში, რაც სამწუხაროა, ვინაიდან აუცილებელია 90 ხმა,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

დღის ამბები