24 აპრილი 2024,   20:05
ვრცლად
სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი საქართველოში პირველ შემოქმედებით საღამოს გამართავს

ვატიკანში გამართული ისტორიული კონცერტის შემდეგ სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი საქართველოში პირველად შეხვდება მსმენელს. საღამო ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში ხვალ გაიმართება - მონაწილეობას მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანოებიც მიიღებენ.

შესრულდება გუნდის მიერ შეკრებილი ქართული საგალობლების და ხალხური საგუნდო სიმღერების საუკეთესო ნიმუშები, ასევე თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები.

ქართული საგალობლები, ხალხური საგუნდო სიმღერების საუკეთესო ნიმუშები და თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები, - სამების საკათედრო ტაძრის გუნდი პირველი შემოქმედებითი საღამოსთვის ემზადება. კონცერტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნება.

კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში 9 დეკემბერს გაიმართება. ამავე ღონისებაზე სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო სტატუსს მიანიჭებენ

დღის ამბები