26 აპრილი 2024,   19:55
ვრცლად
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა - ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, აშშ, ნახეთ კიდევ რომელი ქვეყნები ახორციელებენ ყველაზე მეტ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.

მათივე ცნობით, ინვესტორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, აშშ და ნიდერლანდები.

No description available.

მათივე ცნობით, 2022 წლის III კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა და 226.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30.3%-ია. რეინვესტიციამ 446.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და შესაბამისად მისი წილი 60.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციით, პირველ ადგილზეა ესპანეთი – 165.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 22.3 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 122.9 მლნ. აშშ დოლარით (16.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე ირლანდია – 120.3 მლნ. აშშ დოლარით (16.1 პროცენტი). 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 86.5 პროცენტს შეადგენს.

დღის ამბები