ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთის ფედერაციამ პატიმრები გაცვალეს - ეს ორ ქვეყანას შორის, უკვე მეორე შემთხვევაა.
ამერიკელი კალათბურთის ვარსკვლავი, ბრიტნი გრინერი, რუს იარაღის დილერ, ვიქტორ ბუტში გაიცვალა. ოპერაცია აბუ-დაბის აეროპორტში ჩატარდა, ფაქტი შტატებმაც დაადასტურა, ბაიდენმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ კალათბურთელი უკვე უსაფრთხოდაა.
რაც შეეხება იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტშს, ის უკვე რუსეთში იმყოფება, აეროპორტში კი მას ოჯახის წევრები დახვდნენ. შეგახსნებთ, რომ პატიმრების გაცვლაზე რუსეთი და შეერთებული შტატები რამდენიმე თვე მუშაობდნენ.