19 აპრილი 2024,   11:43
ვრცლად
ანა დოლიძემ მთავრობის კანცელარიასთან ინიციატივა წარადგინა - პარტია ითხოვს, უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და შვილებს სახელმწიფომ კომპენსაცია დაუნიშნოს

პარტია ,,ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძემ ,მთავრობის კანცელარიასთან ინიციატივა წარადგინა, რომელიც უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს ეხებოდა.

პარტიის მოთხოვნაა, უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს და შვილებს სახელმწიფომ კომპენსაცია დაუნიშნოს.

"სოციალური ზომები უნდა იყოს მიღებული იმ ოჯახების მიმართ და განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომელთა მამებიც დაიღუპნენ უკრაინაში ომის დროს,"- აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები