27 იანვარი 2023,   15:12
ვრცლად
რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა.

კომისიამ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და სომეხთა სამოციქულო ეკლესიის,საქართველოს ეპარქიის მიერ შემოტანილი საკითხები განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო მიწის ნაკვეთის გადაცემა და ეკლესიების სარემონტო სამუშაობისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფა. შეხვედრას ოთხი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლობა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია, სრულიად საქართველოს მუსლუმთა სამმართველო, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია ესწრებოდა.

დღის ამბები