25 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ცოცხალია - ტუმსო აბდურახმანოვს შვედეთის პოლიცია იცავს

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ცოცხალია. ტუმსო აბდურახმანოვს შვედეთის პოლიცია იცავს - ამის შესახებ პრესას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

შვედეთის პოლიციამ არ დაადასტურა და უკომენტაროდ დატოვა აბდურახმანოვის შესაძლო მკვლელობაზე გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელსაც ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მთავარ კრიტიკოსს უწოდებენ, შვედეთში მოკლეს.

დღის ამბები