25 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავი რუსი იარაღით მოვაჭრის სანაცვლოდ - მოსკოვი პატიმრების გაცვლას დათანხმდა

კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავი რუსი იარაღით მოვაჭრის სანაცვლოდ - ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მოსკოვი პატიმრების გაცვლას დათანხმდა. რუსეთის ციხეში 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ბრიტნი გრაინერი სამშობლოში დაბრუნდა.

რუსულ ციხეში გატარებული პერიოდი ჯოჯოხეთი იყოა რამხოლოდ ბრიტნის ოჯახისთვის, არამედ თავად სპორტსმენისთვისაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ კალათბურთელი რუსეთში მიუღებელ პირობებში იმყოფებოდა.

32 წლის "დაბლიუენბიეის" ვარსკვლავი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში საზღვარზე დააკავეს. იმ დროს სპორტსმენი რუსეთში ტურნირზე მიემგზავრებოდა. რუსმა მესაზღვრეებმა მის ბარგში კანაფის ზეთი აღმოაჩინეს და სპორტსმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.

პატიმრების გაცვლა აბუ-დაბის აეროპორტში მოხდა. რუსეთში უკვე დაბრუნდა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტიც, რომელმაც ამერიკულ ციხეში 12 წელი გაატარა. პრესა წერს, რომ ბუტი ყოფილი საბჭოთა ჯარის ოფიცერია, ის ჩართული იყო ფინანსურ მაქინაციებში, უკანონო ექსპორტზე გაჰქონდა იარაღი და დახმარებას უწევდა ტერორისტულ დაჯგუფებებს.

ბუტის, რომელიც "სიკვდილის ვაჭრის" მეტსახელითაა ცნობილი, 25 წლიანი პატიმრობა ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის ხელშეწყობისთვის მიესაჯა. ცნობილმა კრიმინალმა თავისი ისტორიით ჰოლივუდიც კი შთააგონა, ამ მოტივებზე გადაიღეს ფილმი "ომის მეფე", რომელშიც მთავარ როლს ნიკოლას კეიჯი ასრულებს. გაცვლა არ შეეხო რუსეთში პატიმრობაში მყოფ შტატების კიდევ ერთ მოქალაქეს, პოლ უელანს. ამ ფაქტმა ამერიკაში აზრთა სხვადასხვაობაც კი გამოიწვია. დონალდ ტრამპმა ცნობილი კალათბურთელის გათავისუფლებას არაპარტნიორული სირცხვილი უწოდა. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბუტი ყოფილ საზღვაო ქვეითში პოლ უელანში უნდა გაეცვალათ, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და სასჯელს უკვე სამი წელია კოლონიაში იხდის.

დღის ამბები