07 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიში წარადგინა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიში წარადგინა.

"მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო. მომხსენებელმა კონკურენციის სააგენტოს პარლამენტის წევრს კითხვით მიმართა.

"რეკომენდაციების ძირითადი ხასიათი მიმართულია იქითკენ, რომ გასწორდეს კანონის ზოგიერთი მუხლი, რომელიც ბუნდოვანია. კონკრეტულად ეს ეხება ვადებისა და პროცედურების მიმართულებით გაწერას. ასევე შეიძლება გარკვეული ტიპის გამონაკლისებზე ვისაუბროთ, რომელიც არის ფარმაცევტული ტიპის პროდუქცია, ასევე მნიშვნელოვნად დასახვეწი არის მომხმარებელთა უფლებების შესახებ განაცხადების შეტანა კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში, შეიძლება ამ პროცედურის და განცხადების გამარტივება," - ამბობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.

დღის ამბები