24 აპრილი 2024,   18:05
ვრცლად
"ეს არის შეთხზული მითი, რომლითაც ვიღაცეები ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას" - ქართველი ექსპერტები რუსეთთან საგარეო ვაჭრობის შესახებ CNN-ის მომზადებულ მასალაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად (!) ასეულობით მილიონ ევროს უხდიან", შეფასებები უკვე მოყვა საექსპერტო წრეებში. ანალიტიკოსების ნაწილის განცხადებით, ბაზარი დივერსიფიცირებულია და საქონლის გატანა ყველაზე მეტად რუსეთშია შემცირებული.

ამასთან, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე აცხადებს, რომ საქართველოდან სანქცირებული ტვირთის რუსეთში გატანა შეუძლებელია. მისივე თქმით, მსგავსი საკითხებით აპელირება საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვისთვის არის გამიზნული. 

"ძალიან ხშირად გვესმის სხვადასხვა მითები ჩვენსა და რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა ერთ-ერთი მითი, რომელიც არის დაკავშირებული საგარეო ვაჭრობის საკითხთან, რაც გულისხმობს უშუალოდ საქართველოს გავლით სანქცირებული ტვირთის მოხვედრას. წარმოუდგენელია თუ ეს ციფრები არ აისახებოდა ოფიციალურ სტატისტიკაში. გამომდინარე აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის შეთხზული მითი, რომლითაც ვიღაცეები ცდილობენ საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვას," - აცხადებს ოთარ ანგურიძე. 

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე კი აცხადებს, რომ საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ექსპორტი ყველაზე დაბალ ნიშნნულზეა.  

"ის ინფორმაცია, რომელიც გავიდა წამყვანი უცხოური მედიასაშუალების, CNN-ს მიერ, არის მთლიანად სიცრუე,. იმიტომ, რომ როდესაც ასეთი სიუჟეტი გადის, თავისუფლად შეეძლო ჟურნალისტს იგივე სავალუტო ფონდის სტატისტიკური მონაცემების ნახვა, სადაც რეალობა არის აბსოლუტურად სხვა.

საქართველოს ექსპორტი არის გაზრდილი, მაგრამ გაზრდილია ძირითადად რეგიონის ქვეყნების ხარჯზე. სასომხეთში არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, აზერბაიჯანში და ყაზახეთში. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ჩვენი ექსპორტისა არის რუსეთში. ამიტომ ჩვენ არავისთან თავის მართლება არ გვჭირდება," - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

დღის ამბები