24 აპრილი 2024,   13:46
ვრცლად
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები აღმოაჩინეს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სახლში გრიფით საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

მათი ინფორმაციით, დოკუმენტები მაიკ პენსის ადვოკატებმა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს გადასცეს.

მანამდე საიდუმლო დოკუმენტები აღმოჩნდა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ყოფილ ოფისში, ასევე დელავერში, მისი სახლის ავტოფარეხში. ბაიდენის ადვოკატები აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და დოკუმენტები ეროვნულ არქივს გადასცეს. გრიფით საიდუმლო დოკუმენტები შარშან აღმოაჩინეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეზიდენციაში.

დღის ამბები