19 აპრილი 2024,   06:05
ვრცლად
სამწუხაროა, რომ კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელ მეგობრებს - ირაკლი ჩიქოვანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულის განცხადება არადიპლომატიური იყო.

მისი თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელ მეგობრებს და ანდრეი კასიანოვის განცხადება აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს. 

"სამწუხაროა, რომ ბატონი კასიანოვი აბსოლუტურად გაცდენილია ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოებს, ეს მარტივად რომ ვთქვათ. მეორეს მხრიდან, ეს არის აბსურდული განცხადება. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც კარი გაუღო უკრაინელ ჩვენს მეგობრებს, დებს და ძმებს, დაეღწიათ თავი იმ აგრესიისათვის, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მათ სახელმწიფოში. ისინი თავს ნამდვილად გრძნობენ ნორმალურად და საქართველოს სახელმწიფომაც დაამტკიცა და დაანახა ყველას, ყველას დახმარების გარეშე, საკუთარი რესურსებით, რომ გვერდში დაუდგა ამ ადამიანებს. საუბარი საფრთხეებზე არის აბსოლუტურად გამოგონილი და უსაფუძვლო. რაც შეეხება, ამ კონკრეტული დიპლომატის განცხადებას, ვთვლი, რომ ეს იყო უკიდურესად არადიპლომატიური განცხადება," – აღნიშნა ჩიქოვანმა.

 

დღის ამბები