06 თებერვალი 2023,   13:19
ვრცლად
ტურიზმი საქართველოში ისევ წამყვანი სექტორია - გასული წლის მონაცემებით, საქართველოს 5 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა 

საქართველო ზამთრის შვებულების გასატარებლად ყველაზე სასურველი მარშრუტი გახდა. თბილისი, გუდაური, ყაზბეგი, ბაკურიანი და მესტია- უცხოელი ტურისტები ყველაზე ხშირად დასვენებისა და გართობისთვის სწორედ ამ ხუთ ლოკაციას ირჩევენ.

პანდემიის დასრულებისთანავე, მხოლოდ გასულ წელს ქვეყანაში 5 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა რამაც საქართველოს ტურიზმის სექტორს სამ ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალი დაუტოვა. ზამთრის სეზონზე, იმ შემთხვევაში თუკი ამინდიც ხელს შეუწყობს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თხილამურებით სრიალის მოყვარულების კიდევ უფრო დიდ ნაკადს ელოდება.

ქვეყანაში გასულ წელს 5 მილიონ 400 ათასი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაცით, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული ციფრები დაფიქსირდა. 

ტურისტების მაღალი ნაკადი შესამჩნევია სასტუმროებისა და სარესტორნო ქსელისთვის - მათი მფლობელები და მენეჯერები ამბობენ, რომ გაიზარდა როგორც საქმიანი ტურისტების, ასევე საქართველოში დასასვენებლად ჩამოსული მოგზაურების რაოდენობაც.

2022 წელს ტურიზმიდან საქართველომ სამ ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ტურიზმი საქართველოში ისევ წამყვანი სფეროა და არსებული მონაცემების გათვალისწინებით პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

მეზობელი ქვეყნების გარდა, ყველაზე მეტ თანხას საქართველოში ევროკავშირის წევრი და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებიდან ჩამოსული მოგზაურები ხარჯავენ. ქვეყნის ტურისტული ინდუსტრია იმედს იტოვებს, რომ შემოსავლები ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ქვეყნის სათხილამურო კურორტები უცხოელ ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში, პანდემიის შემდგომ პერიოდტან შედარებით აღდგენისა და განვითარების ტემპს ინარჩუნებს.

დღის ამბები