25 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
გადაწყვეტილება მიღებულია -გერმანიამ ლეოპარდის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა

ვოლოდიმერ ზელენსკის დაბადების დღის საჩუქარი ბერლინიდან - გადაწყვეტილება მიღებულია, გერმანიამ ლეოპარდის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე თანხმობა განაცხადა.

ცნობილი ხდება, რომ კიევი ბერლინისგან როგორც მინიმუმ 14 "ლეოპარდ 2" ტიპის ტანკს მიიღებს. გერმანიის მწვანე შუქს ამ დრომდე ელოდებოდა ოფიციალური ვარშავაც, რომელიც მზადაა იგივე რაოდენობის ლეოპარდები გაგზავნოს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.

ლეოპარდების გარდა, ბრძოლის ველზე გამოჩნდება ამერიკული "აბრამსებიც", ოფიციალურ გადაწყვეტილებას ვაშინგტონი სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.

საუბარია 30 ამერიკულ თანამედროვე ტანკზე, რომელსაც რეალურად შეუძლია ბრძოლის ველზე გარდატეხა შეიტანოს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ უკრაინაში. გარდა ტანკებისა, შეერთებული შტატები უკრაინისთვის სხვა მძიმე შეიარაღების მიწოდებასაც გეგმავს. 











დღის ამბები