25 აპრილი 2024,   16:06
ვრცლად
ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მზადაა უკრაინას 31 Abrams-ი მიაწოდოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა მანამდე მედიაში გაჩენილი ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა გადაწყვიტა, უკრაინას საბრძოლო ტანკები Abrams-ები მიაწოდოს.

ბაიდენის თქმით, აშშ უკრაინას გაუგზავნის 31 Abrams-ს.

"დღეს, მე ვაანონსებ რომ ამერიკის შეერთებულ შტატები უკრაინაში გაგზავნის ზუსტად 31 Abrams-ის ტანკს . ჩვენ ასევე ვუგზავნით უკრაინას შესაბამის ნაწილებსა და აღჭურვილობას რომლებიც ეფექტურად გამოიყენება ბრძოლის ველზე ტანკებისთვის.

ჩვენ ასევე დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების გადამზადებას საბრძოლო ტექნიკის გამოყენებისთვის. ეს გარკვეულ დროს საჭიროებს თუმცა ჩვენ ამ გზით დავრწმუნდებით რომ უკრაინელები მზად არიან სრულად გამოიყენონ აბრამსის ტანკები თავიანთ თავდაცვაში. ჩვენ ამ მიმართულებით კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს მოკავშირეებთან,"-აცხადებს ჯოზეფ ბაიდენი.

დღის ამბები