25 აპრილი 2024,   16:25
ვრცლად
მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს მათი მზაობისთვის, მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები - ზელენსკი

"მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მოკავშირეს მათი მზაობისთვის, მოგვაწოდონ თანამედროვე და ძალიან საჭირო ტანკები" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

უკრაინის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა სატანკო კოალიციაზეც, რაც თანამედროვე ტიპის ტანკების უკრაინისათვის გადაცემას გულისხმობს.

"დღეს უკრაინისათვის ძალიან კარგი ამბების დღეა. არსებობს სატანკო კოალიცია. მიღებულია გადაწყვეტილება რომ ჩვენი თავდაცვა თანამედროვე ტანკებით მომარაგდეს. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მოკავშირეს მათი სურვილისა და მზაობისთვის, მოგვაწოდონ და უზრუნველყონ ჩვენი თავდაცვა თანამედროვე და საკმაოდ საჭირო ტანკებით. ეს ყველაფერი ახლა მსოფლიოსთვის ადასტურებს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს - ის, რომ თავისუფლება მხოლოდ ძლიერდება. და ის, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ თავისუფლების გასაძლიერებლად. ეს ისტორიული მიღწევაა იმ ლიდერების რომლებიც ახლა უკრაინისა და ევროპის დასაცავად მუშაობენ," - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები