25 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
აზერბაიჯანი რეგიონში ახალი ომის დაწყებას ცდილობს - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის განლაგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის მისაღწევად აუცილებელია თანმიმდევრული მუშაობა.

ამასთან, როგორც 26 იანვარს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გამოსვლისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის სომხების სახლებიდან გაძევება სურს და ეს აზერბაიჯანის ერთადერთი მიზანი არ არის. ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანული მხარე პროვოკაციებით ცდილობს ჩაშალოს სამშვიდობო დღის წესრიგი, სამშვიდობო მოლაპარაკებები, ამასთან, სომხეთის პრემიერის განცხადებით, აზერბაიჯანი რეგიონში ახალი ომის დაწყებას ცდილობს. 

ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

"გასაგებია, რომ ლაჩინის დერეფნის დახურვასა და ჰუმანიტარულ კრიზისს მთიან ყარაბაღში ყველა ჩვენგანი ძალიან ემოციურად ვუმკლავდებით. მაგრამ მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო ამ სიტუაციის გარშემო თავშეკავების აუცილებლობა და ისეთი ლექსიკის გამორიცხვა ან ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება სამშვიდობო დღის წესრიგს. ჩვენ ვაგრძელებთ თანმიმდევრულობას სამშვიდობო დღის წესრიგისთვის და ვერავითარმა პროვოკაციამ ვერ უნდა შეძლოს ჩვენი გადახვევა ამ დღის წესრიგიდან," - განაცხადა პრემიერმა ფაშინიანმა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, აზერბაიჯანი დიდი ხანია ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საერთაშორისო საზოგადოება და დაარწმუნოს, რომ ლაჩინის დერეფანი არ არის დაკეტილი და მთიანი ყარაბაღისთვის გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება არ არის შეჩერებული.

"ცხადია, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი საპირისპიროს ამტკიცებენ. ვფიქრობ, ამ წინააღმდეგობის დე იურე მოგვარების საუკეთესო გზა არის საერთაშორისო ფაქტების დამდგენი მისიის გაგზავნა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში და ჩვენ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით," - განაცხადა ფაშინიანმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ზოგადად რეგიონში არსებულ ყველა პრობლემას მშვიდობიანი მოგვარების ალტერნატივა არ აქვს და სომხური მხარე ამ ლოგიკით იხელმძღვანელებს, ყველა სირთულისა და გაჭირვების გაგებით.

დღის ამბები