24 აპრილი 2024,   10:36
ვრცლად
"არჩევნები არის ფარული, შესაბამისად, დაცულია ჩვენი თითოეული ამომრჩევლის უფლება" - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ამომრჩეველთა გადამოწმება მიმდინარეობს. პარტიის წევრები ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და აცხადებენ რომ ხმის მიცემის პროცესი ფარულია.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ თითოეული ამომრჩევლის უფლება დაცულია. 

"ვერავინ ვერ დაინახავს, თუ ვინ ვის მისცა ხმა. აღნიშნული არჩევნები არის ფარული, შესაბამისად, დაცულია თითოეული ჩვენი ამომრჩევლის უფლება. ასე, რომ იაქტიურეთ და ხმა მიეცით იმ კანდიდატურას, რომელსაც თვლით რომ არის ღირსი თქვენი ხმის,“ - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი მუმლაძე კვლავ ტექნიკურ ხარვეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ გარე ჩარევების რისკი მაღალია.

"არის შესაძლებლობა, რომ სამწუხაროდ, მოხდეს გარე ჩარევები და იმ ხალხმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, რომლებსაც არ სურთ ამ პარტიისთვის სიკეთე," - აცხადებს გიორგი მუმლაძე.

ოპოზიციური პარტიის სხვა წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ხარვეზები გამოსწორდა.

ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 50 ათასამდე ადამიანმა გაიარა. 

დღის ამბები