20 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
"ლაბირინთებში გახვეული რადიკალიზმი საბოლოო ჯამში უნდა განეიტრალდეს და ეს სპექტრი ოპოზიციური საქმიანობის, ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა დაიკავონ" - დავით მათიკაშვილი ენმ-ის შესახებ

რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება უნდა გაქრეს, - ასე ეხმაურება მართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს. "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, რადიკალიზმი უნდა განეიტრალდეს, რის შემდეგაც "ნაციონალური მოძრაობის" ადგილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში აღარ იქნება.

"რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები და რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, საბოლოო ჯამში ეს რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება პოლიტიკური ავანსცენიდან უნდა გაქრეს - აქეთაც მიდის ყველაფერი. ჭაობში მდგომი და ლაბირინთებში გახვეული რადიკალიზმი, საბოლოო ჯამში უნდა განეიტრალდეს და ეს სპექტრი ოპოზიციური საქმიანობის, ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა უნდა დაიკავონ," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები