



თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრები, მერიის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, "საქართველოს კარიტასის" ერთ-ერთი პროექტის სამუშაო პროცესს გაეცნენ.
სოციალური საწარმო - "ქართული" თბილისის ბიუჯეტიდან 2022 წელს "ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ ფარგლებში დაფინანსდა. პროექტმა სოციალურად დაუცველი 6 კურსდამთავრებული ტიხრული მინანქრის მიმართულებით დაასაქმა.