20 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
Reuters: ბალტიის ქვეყნები 2022 წელს გაზს რუსეთისგან ყიდულობდნენ და უკრაინაში ჰყიდდნენ

2022 წელს რუსმა ექსპორტიორებმა გააორმაგეს თხევადი ნახშირწყალბადის გაზის გაყიდვები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რომლის ნაწილი შემდეგ უკრაინას მიჰყიდეს - ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" Reuters-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ლატვიაში რუსული გაზის წილმა იმპორტში 90%-ს გადააჭარბა, ხოლო თხევადი ნახშირწყალბადის აირის გაყიდვამ ლატვიაში, ლიეტუვასა და ესტონეთში 2021 წლის მაჩვენებლიდან - 159 ტონიდან, 2022 წელს 331 ტონამდე მოიმატა.

ლატვიამ და ლიეტუვამ მხოლოდ დეკემბრის თვეში, უკრაინას დაახლოებით 15 000 ტონა ნახშირწყალბადის აირი მიაწოდეს, რაც უკრაინაში ამ თვის თხევადი აირის იმპორტის საერთო მოცულობის 15%-ია.

მიზეზი, რის გამოც კიევი ყიდულობს სავარაუდოდ რუსულ საწვავს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, არის 150-200 დოლარის ფასის სხვაობა ტონაზე პოლონეთისა და რუმინეთის მიერ შემოთავაზებულ ფასებთან შედარებით - განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა ტრეიდერმა. ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ენერგეტიკის სამინისტროები ამ ინფორმაციას სააგენტოსთვის კომენტარს არ აკეთებენ.

თხევადი ნახშირწყალბადის გაზი (რომელიც არ უნდა აგვერიოს ბუნებრივ აირში) ძირითადად ავტომობილების საწვავად და ნავთობქიმიკატების პროდუქტების წარმოებისთვის გამოიყენება. რუსეთიდან მისი ექსპორტი სანქცირებული არ არის.

Reuters-ი წერს, რომ ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, უკრაინაზე თავდასხმის გამო რუსეთის წინააღმდეგ წაყენებულ სანქციებს აქტიურად უჭერენ მხარს. 

დღის ამბები