23 აპრილი 2024,   20:46
ვრცლად
გაეროს ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა თითქმის 11 პროცენტით გაიზრდება

მსოფლიოში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველო რეგიონში მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. ეკონომიკურ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე ახალი ანგარიში გაერომ გამოაქვეყნა. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 4,4 მეათედი პროცენტის ნაცვლად 10,8 მეათედით იზრდება. დოკუმენტში წერია, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტი იქნება, იმ ფონზე, როცა წინა პროგნოზი 4 პროცენტი იყო.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ მაჩვენებლებს სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ხსნიან. ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა მყარია, მოლოდინები კი პოზიტიური.

ექსპერტების შეფასებით, გაეროს მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი სწორად არის ათვისებული. სპეციალისტების განცხადებით, გლობალური გამოწვევების ფონზე ქვეყნის ეკონომიკა პოზიტიურად ფასდება, რაც დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

გაეროს ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს გლობალურ ეკონომიკაზე იმოქმედა არა ერთმა ფაქტორმა - მათ შორის იყო "კოვიდ-19"-ის პანდემია, უკრაინაში ომი და თანმდევი კრიზისები.

დღის ამბები