24 აპრილი 2024,   05:00
ვრცლად
აზოვის პოლკი ისევ გამოჩნდა- მებრძოლები, რომლებიც თვეების განმავლობაში მარიუპოლს იცავდნენ, კვლავ ყველაზე ცხელ წერტილში -ბახმუტში გადაიყვანეს

უკრაინაში ომის 340-ე დღეა. აზოვის პოლკი ისევ გამოჩნდა. მებრძოლები, რომლებიც თვეების განმავლობაში მარიუპოლს იცავდნენ, კვლავ ყველაზე ცხელ წერტილში - ბახმუტში გადაიყვანეს. აზოვის პოლკმა სახელწოდება შეიცვალა და უკვე ოფიციალურად გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მესამე მოიერიშე ბრიგადა. ყველაზე რთული ვითარება ისევ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტშია. სწორედ ამიტომ უკრაინის მთელი ყურადღება ახლა ამ რეგიონისკენ არის მიმართული. მტერი აგრძელებს თავდასხმას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის ასაღებად. ბახმუტის მიმართულებით ბოლო 24 საათში დაზიანდა 21 დასახლებული პუნქტი.

დიდძალი დანაკარგების მიუხედავად, რუსული ძალები ქალაქზე კონტროლის დამყარებას ცდილობენ. უკრაინელები ოკუპანტთა იერიშებს იგერიებენ ავდეევკისა და ნოვო -პავლოვსკის მიმართულებითაც. მტერი აგრძელებს კრიტიკული ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24ხ საათში ოკუპანტებმა 32 საჰაერო დარტყმა განახორციელეს - უმეტესობა დონეცკისა და ხერსონის რეგიონების მიმართულებით. არიან დაშავებულები და დაღუპულები.

ცოტა ხნის წინ, მორიგი მასირებული სარაკეტო იერიში განხორციელდა ხერსონზე. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამიზნე დასახლებული ტერიტორია გახდა, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია. გასული ღამის განმავლობაში, ოკუპანტების სამიზნე სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო ქვეყნის სხვა ნაწილებშიც.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება საჰაერო თავდასხმის საფრთხე. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში 16 თავდასხმა მოიგერიეს. რუსული ძალები განაგრძობენ იერიშებს ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვო-პავლოვკსის მიმართულებით, ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მხარეს კი "თავდაცვით" რეჟიმში არიან. საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება მთელი ქვეყნის მასშტაბით. უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება გრძელდება. ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში 66 ათას ომის დანაშაულია აღრიცხული.

დღის ამბები