20 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
აბრამსის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს, ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს

აბრამსის ტანკებს უკრაინა 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიიღებს - ამის შესახებ The Washington Post წერს.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საბრძოლო მანქანებს ამერიკული არმიის საწყობებიდან არ წაიღებენ და მწარმოებლისგან ახალს შეუკვეთავენ. მათივე ინფორმაციით, ახლად დაკვეთილი "აბრამსები" ურანის გამოყენების გარეშე იწარმოება.

ამ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიან, რომ ურანის ჯავშანი საიდუმლო ტექნოლოგიაა და პენტაგონს არ სურს, რომ ის რუსეთის ხელში მოხვდეს.

დღის ამბები