23 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებზე მიერთების ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის, რა შედეგები მოყვებოდა სანქციებზე მიერთებას - საკითხზე ეკონომისტებმა კვლევა მოამზადეს

რუსეთის წინააღმდეგ არსებულ სანქციებზე მიერთების ეფექტი საქართველოს ეკონომიკისთვის - რა შედეგები მოყვებოდა სანქციებზე მიერთებას. თემაზე ეკონომისტებმა კვლევა მოამზადეს.

ავტორები ამბობენ, რომ კვლევაში გამოყენებულია მთლიანი შიდა პროდუქტის, იმპორტის და ექსპორტის მაჩვენებლები, ეროვნული ბანკის და საერთაშორისო ვაჭრობის გაეროს მონაცემები.

ექსპერტების განცხადებით, 2022 წელს საქართველო რომ მიერთებოდა სანქციებს - ვაჭრობის, გზავნილებისა და ინვესტიციების მიმართულებით ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ნაცვლად ეკონომიკას დაახლოებით 11%-იანი ვარდნა ექნებოდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთზე ორმხრივი სანქციების მიერთება საქართველოს ეკონომიკას მძიმედ დააზარალებდა. ნაცვლად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, მაღალი ალბათობით, გვექნებოდა ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა. ჩვენ არ უნდა შევხედოთ მხოლოდ 2022 წლის ჭრილში, 2023 წელსაც არ გვექნებოდა სახარბიელო მდგომარეობა და არც მომდევნო წლებში.

2008 წელს, ჩვენ გვახსოვს, რომ ომის შემდეგ რამდენიმე წელი საქართველოს ძალიან გაუჭირდა მიუხედავად იმ უზარმაზარი არნახული საერთაშორისო მხარდაჭერისა, მათ შორის ფინანსური, რომელიც საქართველოს ჰქონდა," - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა და პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ.

დღის ამბები