20 მარტი 2023,   16:52
ვრცლად
ექთნებს პირად შეტყობინებებში, უშუალოდ პირადადაც აყენებენ შეურაცხყოფას, არის მუქარები და ეს შეგვიძლია წარმოვადგინოთ თუ ამ მიმართულებით მივეცით საქმეს მსვლელობა - ნინო ნადირაძე

სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან მედდების მიმართარსებულ ზეწოლაზე საუბრობს. ამის შესახებ ნადირაძემ დღეს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ისაუბრა.

"ჩვენ მიერ გამოთქმულ ყველა მოსაზრებას, ჩვენ მიერ დასმულ დიაგნოზებს, გაწერილ სამკურნალო ღონისძიებებს თუ დიაგნოსტიკურ კვლევებს, მუდმივ რეჟიმში უცხადებენ უნდობლობას. არა მხოლოდ უნდობლობა სიტყვიერად, ეს გამოიხატება შეურაცხყოფის კასკადით, ცალკეულ ექიმებზე ზეწოლით, რის გამოც მე მუდმივად მიჭირს სტაფის შერჩევა, მიწევს მათი ფინანსური წახალისება, მორალური დამშვიდება და ეს მუდმივად პრობლემად მაქვს. მე მიჩვეული ვარ ჩემზე ზეწოლას, ჩემს ბულინგს. ამას კარგად ვიტან შეძლებისდაგვარად, რადგან არ მაქვს უფლება, რომ ხელები ჩამოვუშვა, მაგრამ ჩემი ექიმები, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, ჩემი მედდები, რომელთაც ასევე ჰყავთ ოჯახები, მუდმივი წნეხის პირობებში იმყოფებიან. მათ პირად შეტყობინებებში, უშუალოდ პირადადაც აყენებენ შეურაცხყოფას, არის მუქარები და ჩვენ ეს შეგვიძლია, წარმოვადგინოთ, თუ ამ მიმართულებით მივეცით საქმეს მსვლელობა," - აცხადებს ნინო ნადირაძე. 

დღის ამბები