26 აპრილი 2024,   01:15
ვრცლად
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მზადდება, რომლის მოცულობა დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მზადდება, რომლის  მოცულობა დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს.

"სანქციების მეათე პაკეტი მზადდება. ჩვენ გვაქვს მიზანი, რომ ის 24 თებერვლამდე მივიღოთ. სანქციების პაკეტის მოცულობა დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს. გეგმა არის კიდევ ერთხელ ფოკუსირება ტექნოლოგიაზე, რომელიც არ უნდა გამოიყენოს რუსეთის საომარ მანქანამ. ჩვენ ასევე ყურადღებას ვამახვილებთ გვერდის სანქციების გვერდის ავლის გზებზე. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, ფოკუსირებულები ვართ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თქვენი შემართება, რომ წინ წაიწიოთ, შთამბეჭდავია. თქვენ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამთ რეფორმების წინ წასაწევად, რათა რეკომენდაციები შეასრულოთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ როდესაც ებრძვით აგრესორს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ყოველ ნაბიჯზე. გარდა რეფორმებისა, მნიშვნელოვანია მისი იმპლემენტაცია. ვიცი, რომ ამაზეც ბევრს მუშაობთ. და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი პროგრესი აისახება ჩვენს მნიშვნელოვან გაფართოების ანგარიშში, რომელიც შემოდგომაზე იქნება წევრი ქვეყნებისთვის,"- აცხადებს ურსულკა ფონ დერ ლაიენი. 

 

დღის ამბები