25 აპრილი 2024,   16:02
ვრცლად
უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია, თქვენი ბედისწერა ჩვენი ბედისწერაა -შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია.

შარლს მიშელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ომის დასასრულებლად და სწორედ ამის დასტურია სანქციების მეათე პაკეტი.

"ევროკავშირი უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე ეს საჭიროა. კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერ შეგვაშინებს, რადგან უკრაინა და ევროკავშირი ერთი ოჯახია. უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. უკრაინელმა ხალხმა გააკეთა მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. ჩვენ ევროკავშირში ასევე მკაფიოდ გადავწყვიტეთ, რომ თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენ საერთო ევროპულ კავშირში. თქვენი ბედისწერა – ჩვენი ბედისწერაა. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას ომის დასასრულებლად. ევროკავშირმა უკვე მიიღო სანქციების ცხრა პაკეტი და ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უფრო მეტს გავაკეთებთ. სანქციების მეათე პაკეტი შექმნილია რუსეთის ომის მანქანის კიდევ უფრო მეტად შესაჩერებლად. კრემლი უკრაინაში ომის დანაშაულებს ჩადის და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. უკრაინასაც და ევროკავშირსაც სურს გაიზიაროს ამ ომის დასრულების საერთო მიზანი, რომელიც ეფუძნება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას,"- აცხადებს შარლ მიშელი. 

დღის ამბები