19 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო მოსახლეობას აფრთხილებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე  ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე იმოძრაონ ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.

ამასთანავე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან ბაკურიანი-ცემის მიმართულებით. ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში, ავტომობილის მძღოლს არ მიეცემა საშუალება, გადაადგილდეს ზემოთ აღნიშნული მიმართულებით,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები