



რუსეთის წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციების მეათე პაკეტს, რომლის მოცულობა დაახლოებით 10 მილიარდ ევროს შეადგენს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
მან განაცხადა, რომ სწორედ აქამდე არსებულმა სანქციებმა შეანელა ის პროცესი, რომ რუსეთს აღედგინა თავისი სამხედრო შესაძლებლობები.
მისივე თქმით, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ რუსეთი ვერ იპოვის სანქციების გვერდის ავლის გზებს:
"ჩვენ განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერების საკითხი, უფრო კონკრეტულად ჩვენი მოლოდინები სანქციების ათ პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში პროგრესი აშკარაა.
ამჟამად ჩვენ შევასრულეთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების 72%. და დღეს ჩვენ ევროკომისიას შვიდი რეკომენდაციის განხორციელების პროგრესის შესახებ ვაცნობეთ და პირველად ჩვენს ორმხრივ დოკუმენტში ერთობლივ განცხადებაში აღვნიშნეთ ჩვენი განზრახვა, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დავიწყოთ. ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება ამ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ ველოდებით შესაბამის გადაწყვეტილებებს ევროკომისიის და ევროპის საბჭოს მიერ. მიზანი არის მოლაპარაკებების წელს დაწყება. ბახმუტში დანებებას არავინ აპირებს. ვიბრძოლებთ, რამდენ ხანსაც შევძლებთ. ჩვენ ვთვლით, დაზვერვა და სამხედროები, რომ ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში ზეწოლა გაძლიერდება. რუსეთს რევანში სურს და ეს რევანში ზუსტად იქ სურს, სადაც ძალიან წარუმატებლობა განიცადეს. ჩვენი ამოცანაა ამის შესაძლებლობა არ მივცეთ ჩვენი არმიის შესაბამისი იარაღით გაძლიერების მომენტამდე. ვთვლი, რომ შანსი გვაქვს. ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შანსი აღადგინოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები. სანქციებმა შეანელა ეს პროცესი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ ისინი ვერ იპოვნიან სანქციების გვერდის ავლის გზებს,"- განაცხადა ზელენსკიმ.