20 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
გამოცემის "The Atlantic" სტატია მიხეილ სააკაშვილზე და შეფასებები თბილისში

დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა და გამოცემა ატლანტიკის სტატია მიხეილ სააკაშვილზე. სტატიის ავტორი ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას აღწერს, როგორც მძიმეს და შემაშფოთებელს.

ავტორი საუბრობს პატიმარი პაციენტის მოწამვლაზე და ტრავმებზე, რომელიც მას ციხეში მიაყენეს. ბრალს კი საქართველოს ხელისუფლებას სდებს. სტატიას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ავტორი მიკერძოებულია და ფაქტები დამახინჯებული. სტატიის ავტორი, ყოფილი პრეზიდენტის მეგობრის, ევრო პარლამენტის წევრის, რადოსლავ სიკორსკის მეუღლე, ენ ეფლ-ბაუმია.

ამიტომ მმართველი გუნდისთვის, ამ ინფორმაციას ობიექტურობასთან საერთო არაფერი აქვს.

დღის ამბები