25 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
ყველაფერი ნათელია, კარგად ვიცი რას აკეთებთ და რა ნაბიჯებს დგამთ - თურქეთის შს მინისტრი აშშ-ს ელჩს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ ქვეყანაში აშშ-ის ელჩს, ჯეფრი ფლეიკს მიმართა და მოუწოდა, "შორს ჰქონდეს ბინძური ხელები თურქეთისგან".

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

"აშშ-ის ყველა ელჩი როგორც კი ჩამოდის თურქეთში, ცდილობს გაერკვეს, როგორ შეიძლება თურქეთში გადატრიალების მოწყობა. ეს თურქეთისთვის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურებაა. ისინი აწყობენ ელჩების შეხვედრებს და ცდილობენ, სხვა ქვეყნების ელჩებს რჩევები მისცენ. ამავეს აკეთებენ ევროპის ქვეყნებში, ევროპას აშშ-ის საელჩოები მართავენ. მივმართავ ელჩ ჯეფრი ფლეიკს: ვიცი, რომელ ჟურნალისტებთან გაქვთ ურთიერთობა. შორს თქვენი ბინძური ხელები თურქეთისგან. ყველაფერი ნათელია, მე კარგად ვიცი, რას აკეთებთ და რა ნაბიჯებს დგამთ," - განაცხადა სულეიმან სოილუმ.

მანამდე აშშ-ის საელჩომ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე სტამბოლში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების გამო. მოგვიანებით, აშშ-ის საელჩოს გაფრთხილების საფუძველზე, ანალოგიური განცხადებები სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოებმაც გაავრცელეს.

დღის ამბები