19 აპრილი 2024,   04:40
ვრცლად
კარგი ამბავი გვაქვს,კიდევ 116 უკრაინელი გათავისუფლდა რუსული ტყვეობიდან - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის ომის 347-ე დღე - ხარკოვის ოლქში დილა ოკუპანტების თავდასხმით დაიწყო. ხელისუფლება ადგილობრივებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ოკუპანტები თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქსაც. არტილერიით დაბომბეს ორი დასახლება. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. 26-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი შენობები.

"კარგი ამბავი გვაქვს - კიდევ 116 უკრაინელი გათავისუფლდა რუსული ტყვეობიდან. მათგან 114 რიგითი და სერჟანტია, ორი კი ოფიცერი - ჩვენი ჯარის, ეროვნული გვარდიის, ტერიტორიული თავდაცვის, საზღვაო ძალების, მესაზღვრეების და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯარისკაცები. მუდმივად ვმუშაობთ, რომ სახლში დავაბრუნოთ ტყვეობაში მყოფი ყველა ჩვენიანი.

ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. დიდ ბრიტანეთში, ჩვენმა ბიჭებმა უკვე დაიწყეს ჩელენჯერის ტანკებზე ვარჯიში. ეს იქნება დიდი რამ ბრძოლის ველზე.

ომის 346-ე დღის განმავლობაში, ხშირად მიწევდა იმის თქმა, რომ ფრონტზე რთული ვითარებაა. ოკუპანტი სულ უფრო მეტ ძალას აგზავნის, რათა ჩვენი დაცვა გატეხოს.

ახლა ძალიან რთული ვითარებაა ბახმუტში, ვუგლედარში, ლიმანთან და სხვა რეგიონებში. ახლაც, როგორც ყოველთვის, ჩვენი მეომრების სიმტკიცე წყვეტს ყველაფერს," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები