19 აპრილი 2024,   23:13
ვრცლად
პერუში პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია პერუში - პოლიციელებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ: პრეზიდენტის გადადგომა, ვადამდელი არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები. საპროტესტო აქციები დეკემბერში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს დაშლა სცადა. პერუში არეულობის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები