



პარლამენტი საგაზაფხულო სესიის გასახსნელად ემზადება. პირველი პლენარული სხდომა ხვალ შედგება. თუ რა საკითხები განიხილება სესიაზე - დღის წესრიგს კანონმდებლები პარლამენტის ბიუროზე დღეს განსაზღვრავენ.
ცნობილია, რომ მთავარი აქცენტი 12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციის ფარგლებში ინიცირებული კანონის პროექტებზე გაკეთდება. ასევე, მიმდინარე კვირაში იგეგმება პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენაც.
სესიის პირველ ნახევარში დეპუტატების წინაშე წარდგება, ასევე, ქვეყნის პრეზიდენტი.