20 აპრილი 2024,   14:55
ვრცლად
გადადგება თუ არა თანამდებობიდან უკრაინის თავდაცვის მინისტრი - ოლექსი რეზნიკოვი პირველ კომენტარს აკეთებს

მორიგი უმძიმესი ღამე უკრაინაში - რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად ქვეყანაში 9 სამოქალაქო პირი დაშავდა. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტებმა 3-ჯერ დაბომბეს ხერსონის ოლქი, შეტევა იყო ორ დასახლებასა და გემთმშენებელ საწარმოზე. დაიბომბა სუმის რეგიონის 3 დასახლებაც.

პარალელურად, უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა არ მიიტანს იერიშს რუსეთზე შეერთებული შტატების მიერ დაპირებული ახალი შორ მანძილზე მოქმედი იარაღით. და მას კიევი მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის დანაყოფების წინააღმდეგ გამოიყენებს.

ამავე დროს გამართულ ბრიფინგზე რეზნიკოვმა პოსტის შესაძლო დატოვების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მზადაა გადადგეს, თუ პრეზიდენტი ზელენსკი მისი გადაყენების ბრძანებას გასცემს. უკვე სახელდება რეზნიკოვის სავარაუდო შემცვლელიც-ის უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვია.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის სავარაუდო შეცვლის მიზეზად რუსეთის გაძლიერებული შეტევის მოლოდინი და თავდაცვის სამინისტროს კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალები სახელდება.

დღის ამბები