02 აპრილი 2023,   12:47
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - დანგრეულია შენობები, გარდაიცვალა სულ მცირე 17 ადამიანი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - BBC-ს ინფორმაციით, სულ მცირე 17 ადამიანია დაღუპული. მიწისძვრის სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი. 

BBC-ს კორესპონტენტი დიარბაქირიდან იუწყება, რომ გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრიც. 

ბიძგი ძლიერად იგრძნეს სირიაში, ლიბანსა და კვიპროსში. 

"რაღაცას ვწერდი, როდესაც მოულოდნელად შენობამ რწყევა დაიწყო, დაახლოებით, 4-5 წუთის განმავლობაში გაგრძელდა," - ამბობს  ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მცხოვრები სტუდენტი, მოჰამედ ელ ჩამა. 

ღაზას სექტორში BBC-ის კორესპონდენტის, რაშდი აბუალუფის თქმით, რყევა, დაახლოებით 45 წამის განმავლობაში იგრძნობოდა. 

სეისმოლოგების თქმით, რეგიონში, პირველი მიწისძვრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, კიდევ ერთი ძლიერი ბიძგი იგრძნეს. 

ნახეთ, ასევე : თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა - ბიძგი საქართველოშიც იგრძნობოდა

დღის ამბები