20 აპრილი 2024,   17:58
ვრცლად
Bloomberg: ინდოეთის გავლით, რუსული საწვავი იგზავნება აშშ-სა და ევროკავშირში

გავლენიანი გამოცემა Bloomberg აქვეყნებს ნავთობის ახალ რუკას, სადაც ასახულია რუსული ნავთობის მიწოდების გზები დასავლეთის ქვეყნებში.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის ომის შემდეგ ინდოეთმა გაზარდა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვების მოცულობა. საწვავი იგზავნება აშშ-ში და ევროკავშირში ახალი სავაჭრო ნაკადების უზრუნველსაყოფად

“ინდოეთი სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნავთობის გლობალურ ბაზრებზე, ყიდულობს სულ უფრო და უფრო იაფ რუსულ ნავთობს, ამუშავებს მას ევროპისა და აშშ-ს საწვავად“- წერს Bloomberg.

გამოცემის ცნობით, ინდოეთი უფრო ცენტრალური გახდება გლობალური ნავთობის რუქაზე, რომელიც ხელახლა შედგენილია ვლადიმერ პუტინის ერთწლიანი ომის შედეგად უკრაინაში.

Kpler-ის გასული თვის მონაცემებით, ინდოეთმა ნიუ-იორკში დაახლოებით 89 000 ბარელი ბენზინი და დიზელი გაგზავნა დღეში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში.

ამავე ინფორმაციით, დაბალი გოგირდის შემცველობის დიზელის ყოველდღიური ნაკადი ევროპაში იანვარში 172 000 ბარელი იყო, რაც ყველაზე მეტია 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ.

“შვიდეულს სურს მაქსიმალურად შეამციროს მოსკოვის შემოსავალი, მაგრამ მათ ასევე აქვთ ინტერესი, უზრუნველყონ, რუსეთის ნავთობისა და ნედლი პროდუქტების ნაკადის გაგრძელება მიწოდების გლობალური შეფერხების თავიდან ასაცილებლად“, - თქვა სერენა ჰუანგმა, Vortexa-ს აზიის ოტგანიზაციის ანალიტიკოსმა.

დღის ამბები