20 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
CNN-ის ინფორმაციით,თურქეთსა და სირიაში დაშავებულთა საერთო რაოდენობა 13 580-მდე გაიზარდა - 11119 ადამიანი დაშავდა თურქეთში, სირიაში კი 2461

თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, 2724-მდე გაიზარდა. CNN-ის ინფორმაციით,  დაშავებულთა საერთო რაოდენობა 13 580-მდე გაიზარდა. აქედან თურქეთში 11119 ადამიანი დაშავდა, სირიაში კი 2461.

რაც შეეხება დაღუპულებს, მიწისძვრას  მხოლოდ სირიაში ამ დროის მონაცემებით, 1073-მდე ადამიანი ემსხვერპლა. 

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით კი, თურქეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1651-მდე გაიზარდა. შესაძლოა ცნობები გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ კიდევ შეიცვალოს. 

დღის ამბები