24 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
4300-ზე მეტი დაღუპული, 17000-ზე მეტი დაშავებული - თურქეთსა და სირიაში მიწისძვრამ ქალაქები მიწასთან გაასწორა

4300-ზე მეტი დაღუპული, 17000-ზე მეტი დაშავებული, მიწასთან გასწორებული ქალაქები - ეს თურქეთ-სირიის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგია. ციფრები ყოველ წუთს იცვლება. მიწისძვრის სიმძლავრემ 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, რომელსაც მოყვა არანაკლები სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები.

თურქეთის პრეზიდენტმა 7 დღიანი გლოვა გამოცხადა. ქვეყანა დახმარებას ითხოვს.
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოც ჩაერთო, სტიქიის ზონაში მაშველები და შესაბამისი ტექნიკა გაგზავნა. გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების გამო თბილისში თურქეთის საელჩომ განცხადება გაავრცელა - "მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს გულითად მეგობარს, ახლო მეზობელსა და სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს, რომელიც, ჩვენთვის ამ უმძიმეს დღეს, უმალ, დაყოვნების გარეშე, გვერდით დაგვიდგა დასახმარებლად" - ვკითხულობთ თურქეთის საელჩოს განცხადებაში

თურქეთის პრეზიდენტს უსამძირებს ამერიკელი კოლეგა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით შტატები თურქეთსა და სირიას საჭიროებისამებრ დაეხმარება.

მიწისძვრის შედეგად გარდავლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა ავსტრალიის პრემიერ მინისტრმაც, დაშავებულებისთვის კი 10 მილიონის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება გამოყო.

თურქეთს დახმარებას ახალი ზელანდიაც გაუწევს.

დღის ამბები