20 აპრილი 2024,   04:11
ვრცლად
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - ეს ინფორმაცია "კურიერს" თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ დაუდასტურა.

მისივე თქმით, თურქეთში მიწისძვრას საქართველოს 2 მოქალაქე ემსხვერპლა. ელჩი სტიქიის ზონაში მყოფ ქართველებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას და ინფორმაცია მიაწოდონ მათი ადგილსამყოფლისა თუ მდგომარეობის შესახებ.

დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან. ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში, გენერალურ საკონსულოს სტამბოლსა და ტრაბზონში, მითითებულ ნომრებზე :

საქართველოს საელჩო ქ. ანკარაში : +90(533)6903040; +90(539)2208280

გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში : +90(541)8184400

გენერალური საკონსულოს ქ. ტრაპიზონში : +90(541)3262226

დღის ამბები