24 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
ტრაგედია კახეთში - სამი გარდაცვლილი და სამი დაშავებული, რომელთაგან ერთი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

ტრაგედია კახეთში - ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ოჯახის სამი წევრი - ორწლინახევრის ბავშვი, მამა და ბებია ემსხვერპლა. სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ერთმანეთს გუშინ დღის ბოლოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურში შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი - ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმის თქმით, განსაკუთრებით მძიმეა ქალის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი, უცნობია, მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

“ოთხი პაციენტია შემოყვანილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმებით. ერთი ორწლინახევრის ბავშვია, რომელიც გარდაცვლილი შემოიყვანეს. ორ მამაკაცს თავის ტვინის შერყევები, თავის ტვინის ტრავმებით, ნაკვეთი ჭრილობებით არიან. ამჟამად კვლევის პროცესია და ერთი ქალბატონი უმძიმეს მდგომარეობაშია, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით, ქალა ფუძის მოტეხილობით, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ასევე, უტარდება შესაბამისი გამოკვლევები," - აცხადებს "ჯეო ჰოსპიტალსის” საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ქირურგი, მამუკა ოთიაშვილი.

დღის ამბები