გვინთებს თუ არა მწვანეს?! აბა, თუკი რამე არის ახლოს მწვანესთან ეგ არის,- გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი აქციიდან, სადაც გედი ფოფხაძე ესაუბრება სერგი კაპანაძეს, დიალოგში ჩართულია ჩვენთვის უცნობი ქალბატონი.
ვიდეოში ისმის ფრაზა „მწვანე შუქი გვაქვს ანთებული“, თუმცა ოპოზიციონერი დეპუტატი არ აკონკრეტებს ვისგან აქვთ, საუბარია ასევე დავალების მიღებაზე.
"წინ ჰქონდათ სერიოზული პრობლემა ვერ შესრულების, ანუ სტატუსის ვერ მიღების, მანდ ეშინოდათ ხალხის და წინასწარ ჩაფლავდნენ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთგვარი ლუსტრაცია, თავი გაქვს შედი. მაგას ვერ დაგვავალდებულებენ, მაგრამ რომ შევარდები, მერე გექნება მხარდაჭერა,"-ისმის ჩანაწერში.