18 აპრილი 2024,   21:38
ვრცლად
"კანონზე მაღლა არავინ დგას" - შოლცი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გაცემულია - ჰააგამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.

მსოფლიო ლიდერები ფაქტს დადებითად აფასებენ. გერმანიის კანცლერი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას მიესალმება. ოლაფ შოლცის განცხადებით, ფაქტი აჩვენებს რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.

"ბევრს ვერაფერს ვიტყვი. კანონზე მაღლა არავინ დგას. ეს არის საერთაშორისო სამართლის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი. ყველამ ვიცით, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელსაც მანდატი საერთაშორისო ხელშეკრულებებით მიენიჭა," - თქვა შოლცმა.

დღის ამბები