20 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
პუტინი ომსა და რუსი ოკუპანტების შესახებ "ყალბი ინფორმაცის" გავრცელებაზე სასჯელის ზომას ამკაცრებს

ვლადიმირ პუტინი ომსა და რუსი ოკუპანტების შესახებ "ყალბი ინფორმაცის" გავრცელებაზე სასჯელის ზომას ამკაცრებს. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ცვლილებებს კანონში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილე პირების დისკრედიტაციისა და მათ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე.

მკაცრდება ჯარიმები შეიარაღებული ძალების საზღვარგარეთ გამოყენების დისკრედიტაციისთვის. ცვლილებები, ასევე, ითვალისწინებს თავისუფლების 7 წლამდე აღკვეთას. მანამდე კი ასეთი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლით თავისუფლების აღკვეთით იყო განსაზღვრული.

ცვლილებების მიხედვით, სასჯელი ვრცელდება მოხალისეთა ფორმირებების შესახებ „ფეიკის" გავრცელებაზეც, რისთვისაც სასჯელის მაქსიმალური ვადა 15 წლით თავისუფლების აღკვეთაა. ასევე, ცვლილების შედეგად დაჯარიმებას ექვემდებარება მოხალისეების დისკრედიტაცია, თუ ის არ შეიცავს სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას, ჯარიმის ოდენობა, რიგითი მოქალაქეებისთვის, 30-50 ათასი თანამდებობის პირებისთვის 100-200 ათასი , იურიდიული პირებისთვის კი 300-500 ათასი რუბლით განისაზღვრა.

დღის ამბები