16 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
ქართველი ახალგაზრდების იდეა, რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებს, ლექტორებსა და სტუდენტებს საგაკვეთილო და სალექციო პროცესს გაუმარტივებს - ქართველი გამომგონებლების შექმნილი ვირტუალური სამეცნიერო ლაბორატორია

21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ალბათ გასაკვირი აღარაფერია თუმცა, ქართველი ახალგაზრდები თავიანთი გამოგონებებით მაინც ახერხებენ საზოგადოების გაოცებას. "კურიერი პიესი" ახლა სტარტაპ " იმეჯინარის" შესახებ გიყვებათ, რომელიც, მასწავლებლებს, ლექტორებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს საგაკვეთილო და სალექციო პროცესს უმარტივებს.

რაშია საქმე? - წარმოიდგინეთ რომ სხედხართ საკლასო ოთახში ან აუდიტორიაში და ცდებს ატარებთ ისე რომ საერთოდ არ გიწევთ ლაბორატორიაში გადანაცვლება. სტარტაპი რომელიც სამ ახალგაზრდას ეკუთვნის, მომხმარებელს აუგმენტურ სამეცნიერო ლაბორატორიას სთავაზობს. "იმეჯინარის" საშუალებით შესაძლებელია ვირტუალური ექსპერიმენტების ჩატარება, მიმდინარე პროცესებზე სამგანზომილებიანი დაკვირვება და ამ ფორმით მათი უკეთ გააზრება.

და მაშინ როცა სწავლით ხართ დაკავებული და სხვა საქმეებისთვის ვერ იცლით, დასახმარებლად აპლიკაცია "ვემპლერს" უნდა მიმართოთ. ეს იდეაც ქართულია და მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს, მაგალითად თუ გსურთ ძაღლის გასეირნება, მანქანის გარეცხვა, სარეცხის გაფენა, გაზონის გაკრეჭვა ან ნებისმიერი სხვა რამ - "ვემპლერი" დაგეხმარებათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ იპოვოთ სასურველი დამხმარე.

პლატფორმა უკვე წარმატებით ფუნქციონირებს და თქვენ ახლავე შეგიძლიათ მას ესტუმროთ.

 

დღის ამბები