რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი - ოპოზიციის ნაწილი დარწმუნებულია, რომ სიახლე სტუდენტების წინააღმდეგ რეპრესიების სურვილს უკავშირდება, განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ ამილახვარი არის "ქართული ოცნების" მორჩილებაში.
"თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ერთადერთს დავუკავშირებ იმას, რომ, როგორც ჩანს, საგანმანათლებლო სისტემაში უფრო მეტი რეპრესიული ხელი არის საჭირო, რასაც, ალბათ, ბატონი ამილახვარი უკეთესად განახორციელებს.
განსაკუთრებით კი იმ სადამსჯელო ღონისძიებების ფონზე, რასაც "ქართული ოცნება"აკეთებს სტუდენტების წინააღმდეგ. როგორც ჩანს ამ რეპრესიების დაანონსება არის ახალი განათლების მინისტრის სახით, რომელიც არის პირდაპირ "ქართული ოცნების" მორჩილებაში,"-აცხადებს თეონა აქუბარდია.
ავტორი: ქეთი რაზმაძე