18 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
მინისტრის პოზიციაზე ბატონი ამილახვრის წარდგენა, ახალ დინამიკას შესძენს იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება განათლების სამინისტროში- გიორგი ცაგარეიშვილი

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მადლობას უხდის მიხეილ ჩხენკელს და აცხადებს, რომ ახლა საგანმანათლებლო სისტემაში არის ცვლილებების დრო, რომელიც დააანონსა ქვეყნის პრემიერმა.

"მინისტრის პოზიციაზე ბატონი ამილახვრის წარდგენა, ახალ დინამიკას შესძენს იმ პროცესებს, რომელიც ვითარდება განათლების სამინისტროში. ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა მოვახსენოთ ბატონ ჩხენკელს.

ახლა დადგა ცვლილებების დრო და ეს ცვლილება დააანონსა პრემიერ მინისტრმა და გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ. ეს არის პრემიერის ექსკლუზიური უფლება, ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩავერევით ამ უფლებაში,"-აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

ქვეყანას დღეიდან ახალი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ეყოლება. "კურიერის" ინფორმაციით, უწყებას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ჩაუდგება სათავეში და გიორგი ამილახვარს ახალ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.

პროფესიით სამართალმცოდნე გიორგი ამილახვარი 2020 წლიდან "ქართული ოცნების" პარტიული სიით არის დეპუტატი, იყო ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორიც, ის სამართალში ასოცირებული პროფესორია. რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, მას მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა - საერთო ჯამში თითქმის 4 წლის განმავლობაში. ოფიციალური განმარტებები, თუ რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი, ან სად გააგრძელებს ჩხენკელი მუშაობას, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.

დღის ამბები