16 აპრილი 2024,   22:14
ვრცლად
"სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა ვითომ განათლების მინისტრს?! - იაგო ხვიჩია მიხეილ ჩხენკელზე

დღეს, პრემიერი განათლების ახალ მინისტრს წარადგენს. მთავრობის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული. "კურიერის" ინფორმაციით, პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.

პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული საკადრო ცვლილებები განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები, მთავრობაში დაჩქარებული ცვლილებებს, 7-8 მარტს გამართულ აქციებს და სტუდენტების მღელვარებას უკავშირებენ.

პარალელურად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე გიორგი ამილახვარს ახალ თანამდებობაზე წარმატებას უსურვებს.

"სტუდენტების მღელვარება დაჰბრალდა, ვითომ, განათლების მინისტრს ?! სხვას ვერაფერს ვერ მივაწერ განათლების მინისტრის ასე უეცარ ცვალებადობას. რაც შეეხება გიორგის [ამილახვარი], იგი ჩვენი კოლეგა იყო და შესაბამისად, წარმატებებს ვუსურვებთ. ამასთან, ინტერესით დავაკვირდებით, როგორც განათლების მინისტრი, მისი ღირებულებებიდან, რომლის განხორციელებას შეეცდება,"-აცხადებს იაგო ხვიჩია.

პროფესიით სამართალმცოდნე გიორგი ამილახვარი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია, ის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეა. რაც შეეხება მიხეილ ჩხენკელს, მას მინისტრის თანამდებობა ორჯერ ეკავა. ოფიციალური განმარტებები, თუ რა გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი, ან სად გააგრძელებს ჩხენკელი მუშაობას, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.

დღის ამბები