20 აპრილი 2024,   15:31
ვრცლად
დაუშვან პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან - "ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობა" საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს. მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია ამბობს, რომ კონკრეტული ზომების მიღება მოუწევს.

"ამ დღემდე შესაბამისი დოკუმენტები და პროცედურული უზრუნველყოფა ხელისუფლებას არ გაუკეთებია, რომ ეს მაღალკვალიფიციური ექიმები იყვნენ წარმოდგენილები, შესაბამისად, ჩვენ შევიკრიბეთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან რათა მოვუწოდოთ ამ ადამიანებს, რაც შეიძლება სწრაფად ყველა პროცედურა, იმისთვის, რომ ევროკავშირის მოთხოვნა - წარმოდგენილი იყოს ეს ჯგუფი საქართველოში, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ.

სახელისუფლებო გუნდისთვის კი მოთხოვნის დაყენება გაუგებარია, რადგან ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულს სამინისტრომ ჯერ კიდევ 29 ნოემბერს შესთავაზა და სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, სააკაშვილის ან მისი ოჯახის მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში.

 

ავტორი: ანუკა ბუავა

დღის ამბები